საკონტაქტო ინფორმაცია

Pattern Bg
საუნივერსიტეტო კომპლექსი

პროექტის შესახებ

საუნივერსიტეტო კომპლექსი

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსზე მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო და საინტერესო პროექტი იყო ჩვენი გუნდისათვის. სახურავზე გამოყენებულმა მასალებმა და ტექნოლოგიებმა მიგვაღებინა ევრო სტანდარტის შესაბამისი შედეგი, რაც შეეფერება ისეთ განსაკუთრებულ კომპლექსს, როგორიცაა ახალი საუნივერსიტეტო კომპლექსი.

გამოვიყენეთ 2 ფენა 5სმ სისქის ექტრუდირებული ფილები, შიდა თბოიზოლაციისათვის, და 10 სმ სისქის ბეტონი, 500 მარკიანი ცემენტითა და მაღალი ხარისხის ქვიშით. დავაყენეთ ნესტ საწინააღმდეგო აერატორები. ზედაპირი რასაკვირველია მოვხვეწეთ მოსაპრიალებელი დანადგარით. მთლიანმა სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 4000 კვადრატული მეტრი, დასრულდა 45 დღეში.

მსგავსი რთული და ასევე საპასუხისმგებლო პროექტების სიმრავლე ჩვენთვის წარმოადგენს სიამაყის საფუძველს და რაც მთავარი სტიმულს, რათა მომავალში მომხმარებელს შევთავაზოთ უკეთესი ხარისხის მომსახურება.

კომპანია კონსტრუქტორი თქვენი ხარისხის გარანტი.